საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: საინტერესოა ე.წ სახალხო დამცველისა და იმ რაღაც “ქარტიას” შეფასებები, ამ მარაზმთან მიმართებაში

Nusagi

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში, 6 მარტს ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში გასულ ფარულ ჩანაწერებს შეეხება.

,,მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში” – ეს არის ერთ-ერთი ამონარიდი იმ გამოძიების შედეგებიდან, რომელიც უწყებამ TV პირველის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო საუბრის შინაარსზე დაიწყო.

ექსპერტიზის დასკვნის სხვა ფრაგმენტები რომც არ წავიკითხოთ, უკვე ნათელია იმ არამზადების ნამდვილი არსი, ვინც ეს ჩანაწერი დაამზადა და გაასაჯაროვა.

“ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად, გამოყენებულია, მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი”, – აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში და დასძენენ, რომ ასეთი კვალი 170 ადგილზეა.

ცხადია, არც ნაცებზე (ვინც 2011-2012 წლებში ამ ჩანაწერებს აკეთებდა), არც “ნოდარიკო” მელაძეს, ვინც მშიერი აფთრის ყარყაშით “შექმნა” “სკანდალი” და არც იმათზე, ვინც ეს სიბინძურე დაიჯერა, რაიმეს თქმას აზრი არა აქვს. უბრალოდ საინტერესოა ე.წ. სახალხო დამცველისა და იმ რაღაც “ქარტიას” შეფასებები ამ მარაზმთან მიმართებაში. რაღა დაგიმალოთ და ის, რომ რომელიმე მათგანი რაიმე სახით გამოეხმაურება პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, არ მჯერა. არ მჯერა იმის გამო, რომ მათი ზღვარს გადასული და დამახინჯებული ლიბერალიზმი, სიმართლის დაცვას არ ითვალისწინებს’’ – წერს სოციალურ ქსელში გაბრიჭიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: