უცხოური მედია

მოსკოვის მერი: დედაქალაქში პაციენტთა 90% ინდური შტამით არის ინფიცირებული

Nusagi

COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა თითქმის 90% ინდური შტამით არის ინფიცირებული,-ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი უხანის შტამისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ჩქარა ვრცელდება და უფრო აგრესიული მოქმედება ახასიათებს. მერი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი ინფიცირებულთა 89,3 %-ს გამოუვლინდა.

სობიანინმა აღნიშნა, რომ ინდურ შტამს რომ შეეწინააღმდეგოს, ორგანიზმს ორჯერ მეტი ანტისხეული სჭირდება, ვიდრე ჩინურის შემთხვევაში. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მოსკოვის საავადმყოფოები კვლავ გადატვირთულია. 

„თითქმის ყოველდღე ვამატებთ საავადმყოფოებს, ახალ კორპუსებს კოვიდთან საბრძოლველად, მაგრამ ძლივს ვასწრებთ“,-აღნიშნა მერმა. მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 600 ადამიანის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი შტამის გავრცელებაში ახალგაზრდები არიან დამნაშავე, რომლებიც პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უგულვებელყოფენ. მათი თქმით, საზოგადოების შედარებით აქტიური ფენა ვირუსს საკუთარ და სხვა ასაკობრივ გარემოში ავრცელებს. 

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა RTVI -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზმში შენარჩუნებული უნდა იქნას ანტისხეულების მაღალი დონე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ინდური შტამისგან თავის დაცვა.

17 ივნისს მოსკოვში, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის, ანა პოპოვას განცხადებით, რუსეთში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში პაციენტთა უმეტესობა ინდური შტამით ინფიცირდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: