უცხოური მედია

პილოტი, რომელიც ცოლის მკვლელობას ქართველს აბრალებდა: გავგუდე და ძარცვის იმიტაცია მოვაწყე

Nusagi

20 წლის კაროლაინის მკვლელობა, რომელსაც ჯერ ქართველს აბრალებდნენ, შემდეგ ალბანელს, მისივე ქმრის ჩადენილია. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში გავრცელდა.  

როგორც ირკვევა, 32 წლის პილოტის მიერ მიცემულ ჩვენებებში ბევრი წინააღმდეგობა იყო.

წყვილს ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. კაროლაინს სურდა, რომ დაშორებულიყვნენ და ბავშვი წაეყვანა.მიმოწერით დგინდება , რომ ცოლ-ქ,არს შორის მკვლელობის ღამესაც მოხდა კამათი.

გარდა ამისა, მამაკაცის ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობდა, რომ დაბმული იყო.

კამერებთან დაკავშირებით კი, როგორც კაროლაინის ქმარი ამბობდა, „მძარცველებმა“ ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქალი 11 თვის ჩვილის თანდასწრებით 17 მაისს მოკლეს.

დამნაშავემ მოკლა ძაღლიც, რომელიც სავარაუდოდ მას წინააღმდეგობას უწევდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაცვლილის ორმოცზე, სასაფლაოდანვე წაიყვანეს. 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ მან დანაშაული აღიარა.

„იმ დღეს ვიჩხუბეთ. რაღაც მომენტში, ბავშვი საწოლზე მიაგდო და მითხრა, ადექი და წადი სახლიდანო. ხელი მკრა, გონება დამებინდა, გავგუდე, შემდეგ კი, ძარცვის იმიტაცია მოვაწყე“,-განაცხადა პილოტმა

პოლიციის ინფორმაციით, კეროლაინის „ჭკვიანმა“ საათმა მისი პულსის გაჩერება გაცილებით ადრე დააფიქსირა, ვიდრე ქმარი იტყოდა, რომ სავარაუდოდ, მეუღლე მოკლულია.

„ის საუკეთესო მსახიობი გამოდგა, სასაფლაოზე კეროლაინის დედას გადაეხვია და უთხრა, რომ ათენში მიემგზავრება, რათა კეროლაინის მკვლელის პოვნაში დაეხმაროს პოლიციას. დაკითხვისას მან ვერ შეძლო აშკარა მტკიცებულებების უარყოფა და დანაშაული აღიარა. პოლიციას საქმის გასახსნელად 37 დღე დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში პილოტის მიერ ცრუ ეჭვმიტანილების შემოწმებაში დიდი დრო დავხარჯეთ. ბოლოს, როდესაც ყველაფერი გაირკვა, დამნაშავე რომ არ დაგვეფრთხო, დავაკმაყოფილეთ მისი თხოვნა, რომ კუნძულზე დარჩენილიყო, რათა კეროლაინის მშობლებთან ყოფილიყო ახლოს.“,-აცხადებს საქმის გამომძიებელი.

მისივე თქმით, ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: