პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მეუფე იაკობსა და ლომჯარიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი დაიდო

Nusagi

ჩვენს თვალწინ ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის კვდომა სოციალურად, პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად და საგარეო პოლიტიკურად,-ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ-პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა სიბრძნესთან გვქონდა საქმე, ილია ჭავჭავაძის სახით, რომელმაც დაწერა „ბედნიერი ერი“. 

„დღეს ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს  და პირველ ნიუსად არის ლომჯარიას და მეუფე იაკობის შეხვედრა, დაიდო პაქტი თავდაუსხმელობის, იმან იმას ხატები აჩუქა და ასე შემდეგ. ამ დროს მთელი მსოფლიო პირველ ნიუსად იხილავს პუტინ-ბაიდენის შეხვედრას და მთელი ანალიტიკოსები -ამერიკელები, ევროპელები, განცვიფრებული არიან, რომ საქართველოს ხსენებაც არ ყოფილა. ეს ტრაგიკული ამბავია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: