სოციალური ქსელები და მედია

ხო, კინაღამ დამავიწყდა, ქართული ოცნების დროს ქვეყანაში ომი არ ყოფილა, ვაშა, ვაშა მრავალჟამიერ!

Nusagi

ვაშა, ვაშა მრავალჟამიერ,-ასეთი ირონიით პასუხობს ტვ-პირველის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ომი არ ყოფილა.

„ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ტრი ტრი კი არ გესმით, სინამდვილეში ანტუნის ამბობენ, რომ ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია გისმენთ, რომ 20 ივნისზე პასუხისმგებლობა მელიას ეკისრება, რომ კორუფცია შვედეთში და ფინეთშიცაა, რომ 9 წლის თავზე გვექნება ათწლიანი განვითარების საოცარი გეგმა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის შესანიშნავი კვირეული იყო, რომ საშუალო ხელფასი გაზრდილია, რომ არა პანდემია, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეთა რაოდენობა 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალ ნიშნულზე იქნებოდა, ნაგვის ურნებში პარიზშიც იქექებიან, და საერთოდ, ცხოვრება მშვენიერია, მეტი პოზიტივი ხალხნო, მეტი პოზიტივი. ხო, და კინაღამ დამავიწყდა, ქართული ოცნება არის საქართველოს ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი და ომი არ ყოფილა, ვაშა, ვაშა მრავალჟამიერ! ეს არის ტექსტი, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერებისგან, მათი მხარდამჭერებისგან და ტროლ-ბოტებისგან მოისმენთ, ეს არის ტექსტი, რომელსაც რომელიმე სხვა ტელევიზიებისგან მოისმენთ, მაგრამ ეს არ არის ტექსტი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისგან გაიგებთ“,-განაცხადა ეკატერინე მიშველაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში რეალობა განსხვავებული და ძალიან სამწუხაროა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: