Uncategorized

ანრი ოხანაშვილი – ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება

Nusagi

„ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ყურადღებით ისმენს და იღებს კონკრეტულ მოსაზრებებს.

„ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, ჩვენ გვაქვს ასევე კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან და შემდგომშიც გვექნება. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. შესაბამისად ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლოა არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,330 ნახვა
%d bloggers like this: