უცხოური მედია

აშშ-მ უკრაინისთვის 100 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა

Nusagi

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დროებით აჩერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, რომელიც რუსეთის ჯარების უკრაინის მიმართულებით გადაადგილების საპასუხოდ უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ Politico იუწყება.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ გეგმის რეალიზაციის გაყინვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს სისულელეა. განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით $100-ის ოდენობის სამხედრო დახმარება გულისხმობს უკრაინისთვის  საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე  ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღების მიწოდებას. „პოლიტიკო“ წერს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ დახმარების შეჩერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის საზღვართან დაძაბულობა შედარებით განიმუხტა. გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას, რომელიც 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: