სამართალი

კელი დეგნანი: იმედია, პარლამენტი შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს

Nusagi

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენა შეაფასა.

_  ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი.

განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო.

ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება, პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, ძირს გამოუთხრის 19 აპრილის შეთანხმების როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით ნაწილს.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც ის მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, _ განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,934 ნახვა
%d bloggers like this: