ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე: ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია

Nusagi

„ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“- თან საუბრისას, არსებული ეპიდვითარების შეფასებისას.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია.

„დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: