პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა დესტაბილიზაციის შემოსატანად, ამაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები

Nusagi

20 ივნისთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ სამართლიანად და ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულთა მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

ირაკლი ქადაგიძის თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად, ამიტომ ამნისტია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, აუცილებლად შედგება.

„20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით, ერთი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს – რბილად რომ ვთქვათ, რასაც პარლამენტში გავრილოვის საქციელს მოჰყვა და მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როცა რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყოთ, იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, ის პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ, მე ვფიქრობ, ზუსტად და ძალიან სამართლიანად გაყო პასუხისმგებლობები.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობად და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა – გადადგა თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. მეორე პოლიტიკურ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის და ახალგაზრდების პროტესტი გადაზარდა შტურმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დალაშქვრაში და რა თქმა უნდა, თვითონ იმ აქციის მართვა-დაშლის და პრევენციის საკითხი, რაზეც იყო საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის დისკუსიის რეჟიმში, მაგრამ ეს სამი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია, შედეგებიც დამდგარია და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დიდი ამნისტია, რომელიც პოლიტიკურს და მათ შორის, სისხლისსამართლებრივ დევნასაც გულისხმობს, აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: