რელიგია

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

Nusagi

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.

სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: