უცხოური მედია

რუსეთში მოკლული ამერიკელი სტუდენტის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Nusagi

რუსეთში მოკლული 34 წლის კეტრინ სეროუს ბოლო კომუნიკაცია დედასთან ჰქონდა, – წერს BBC.

„უცხოსთან ერთად ვარ ავტომობილში. იმედი მაქვს, არ გამიტაცეს“, – მისწერა სტუდენტმა დედას, რომლიც მისისიპიში ცხოვრობს. ამის შემდეგ, გოგოს კვალი დაიკარგა და მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს კაცი, რომელსაც „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები“ აქვს ჩადენილი.

სეროუ წლების განმავლობაში იყო აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელი. 2019 წელს, ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ, მისისიპიდან რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში და გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

მან დედას ბოლოს 15 ივნისს, საღამოს, 18:30 საათზე მისწერა. მოკლულის დედის თქმით, თავისი შვილი კლინიკაში წასვლას ჩქარობდა და შესაძლოა, Uber-ის ტაქსის ლოდინს, გამვლელ ავტომობილს გაყოლა ამჯობინა.

ქალის ცხედარი ქალაქის გარეთ, ტყეში, მას შემდეგ იპოვეს, რაც მისი სატელეფონო სიგნალის ბოლო ლოკაცია დაადგინეს.

როგორც მოკლულის დედა ამბობს, თავისი შვილი, რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ, აშშ-ში დაბრუნებასა და ემიგრანტთა ადვოკატად მუშაობის დაწყებას გეგმავდა. დედა-შვილს ერთმანეთი ორი წლის განმავლობაში არ უნახავს, თუმცა, ყოველდღე საუბრობდნენ ტელეფონით.

„მას ძალიან მოსწონდა ნიჟნი ნოვგოროდი, ცხოვრება რუსულ ოჯახსა და უყვარდა უნივერსიტეტის მეგობრები“, – ამბობს სტუდენტის დედა, ბესი სეროუ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: