უცხოური მედია

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ავტომობილს ესროლეს

Nusagi

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომობილს ესროლეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიტიკოსის მიერ სოციალურ მედიაში დაწერილ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაბაჯანიანი აღნიშნავს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის ცნობით, პოლიტიკოსის ავტომობილის საქარე მინას ერთი ტყვია აქვს ნასროლი.

შემთხვევა სოფელ აზატაშენში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ მოხდა და დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

​არმან ბაბაჯანიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კენჭს „დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან იყრის.

დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 21 პოლიტიკური პარტია და ოთხი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, ბლოკებმა შვიდ, პარტიებმა კი, ხუთპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. მმართველ პარტიას პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, ოპოზიციურ გაერთიანებას კი – ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: