Uncategorized

აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში დაბრუნდა

A
Nusagi

სამთვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

რუსეთმა აშშ-დან საკუთარი ელჩი მარტში, მას შემდეგ გაიწვია კონსულტაციებისთვის, რაც ბაიდენმა თქვა: „დიახ, ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია“. ამის შემდეგ კი, ამერიკის ელჩიც დაბრუნდა ვაშინგტონში. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, კონსულტაციები იყო.

16 ივნისს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ელჩები მუშაობას დაუბრუნდებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,620 ნახვა
%d bloggers like this: