ხელოვნება და კულტურა

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე: თეატრების საქმიანობაში არ ვერევი

Nusagi

არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა კითხვას რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების შესახებ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თეატრების ხელმძღვანელობა თავად წყვეტს რომელ ქვეყანაში გაემგზავრება გასტროლებზე და სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ ერევა.

„როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ „ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი“, – განაცხადა წულუკიანმა.

რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 27 ივნისს მიემგზავრება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: