ხელოვნება და კულტურა

ნატო დუმბაძე: ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა? მაშინ დაიკეტოს რუსო ტურისტოსთვის სასტუმროები, რესტორნები

Nusagi

„რუსთაველის თეატრის“ რუსეთში გასტროლების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს პროდიუსერი ნატო დუმბაძე ეხმაურება და წერს:

„აი რა ვერ გავიგე იცით? ტურისტებიო, ბანკებიო, კრედიტებიო, გახსენით დავიქეცითო ხომ მოსთქვამდნენ , ხომ გახსნეს და შემოგრიალდნენ. სავსეა ქვეყანა რუსო ტურისტოთი, სავსე! ისე კი, საოცარ პოპულარიზაციას გვიკეთებენ თან, ინსტაგრამიდან დაწყებული, ტიკტოკით დამთავრებული, მთელი საქართველო დამათვალიერებინეს.

ხოდა რომ ატყდა ახლა ამბავი რუსთაველის თეატრზე ასე თავსმოქაჩლული, ოკუპანტებთან რატომ ჩადიანო, მაშინ დაიკეტოს რუსო ტურისტოსთვისაც სასტუმროები, რესტორნები და საერთოდ რუსებს საზღვარზეც ნუ შემოუშვებენ! ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა?

ისე ვისაც ბევრი სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება აქვს, ზუსტადაც წინა ხელისუფლების დროს გამდიდრებულ „ნოვი გრუზინებისაა“ ხოდა აი ჯერ ეს გააკეთონ და მაშინ გავიგებ პატრიოტულ მჯიღსაც და ამ კუდაბზიკურ პრეტენზიებს! კულტურას კიდევ შეეშვან რა!“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: