უცხოური მედია

„აღარ დააბრუნოთ ბეზოსი დედამიწაზე“- პეტიციას 70 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს

Nusagi

კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბეზოსი და მისი ძმა მარკ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრენას აპირებენ რაკეტა New Shepard-ით,-ამის შესახებ თავად ბეზოსმა განაცხადა. 

განცხადებიდან 3 დღეში შეიქმნა ორი პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ითხოვენ, რომ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების საშუალება არ მიეცეს. ორივე პეტიციას ათეულობით ადამიანმა მოაწერა ხელი. 

„მილიარდერები დედამიწაზე არ უნდა ცხოვრობდნენ, არც კოსმოსში, მაგრამ თუ მაინც ამ უკანასკნელის მონახულებას მოინდომებენ, უკან აღარ უნდა დავაბრუნოთ“,-ნათქვამია პეტიციაში.

ხელმომწერები თავიანთი მოთხოვნის მიზეზს იმით ხსნიან, რომ დედამიწის მცხოვრებლებს არ სურთ ისეთ ადამიანებთან ერთად ცხოვრება, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ბილ გეითსი და სხვა მილიარდერები. 

პეტიციის ავტორი ხოსე ორისი აცხადებს, რომ ბეზოსი ბოროტი მბრძანებელია, რომელიც მსოფლიო ბატონობის იდეით არის შეპყრობილი. 

ცნობისთვის, ბეზოსი კოსმოსში 11-წუთიან მოგზაურობას გეგმავს თავის ძმასთან და უცნობ პირთან ერთად, რომელმაც აუქციონში 28 მილიონ დოლარად გაიმარჯვა. 

„მინდა გაფრენა, რადგან მთელი ცხოვრება მინდოდა-ამბობს ბეზოსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში- ეს თავგადასავალია და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,488 ნახვა
%d bloggers like this: