საზოგადოება

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ გახდება პირი, თუ ის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულია როგორც მედიის წარმომადგენელი

Nusagi

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, თუ ის არის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული როგორც პრესის და ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.

კანონის მოქმედი რედაქცია მსგავს შეზღუდვას დამკვირვებლებთან და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელებთან მიმართებაში ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: