უცხოური მედია

ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს: თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით, მავნებლები ხართ

Nusagi

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტეს განცხადებით, ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ.

„არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, – აღნიშნა როდრიგო დუტერტემ.

ფილიპინების ლიდერმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართა, რათა იმ მოქალაქეების სიები შეადგინონ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

„სულელები არიან ისინი, ვისაც აცრა არ სურს. ისინი ვირუსის მატარებლები არიან, გადაადგილდებიან და ვირუსის გადაცემას უწყობენ ხელს“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: