ხელოვნება და კულტურა

ევროპელი ექსპერტები გელათში არსებულ ვითარებას სწავლობენ

Nusagi

გელათის მონასტერი დილიდან დაკეტილია. ადგილზე ევროპელი ექსპერტები მივიდნენ, რომლებიც სამინისტროს მოწვევით ტაძარში არსებულ ვითარებას სწავლობენ. გელათში იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილეც.

კახა სიხარულიძის თქმით, ჩამოსული არიან ფერწერისა და სახურავის ექსპერტები, რომლებიც დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა შექმნილი. ამის შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, სადაც გაკეთდება ყველაფრის ანალიზი და გაიცემა რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემების მოსაგვარებლად.

მისივე განმარტებით, მედიის წარმომადგენლებს ადგილზე უცხოელი ექსპერტების მოთხოვნით არ უშვებენ, რადგან მათი სურვილია მუშაობა მშვიდ გარემოში შეძლონ. მათივე მოთხოვნით, არ სახელდება ექსპერტების ვინაობა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: