საზოგადოება

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიის აქტივისტები იკრიბებიან

Nusagi

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით რესპუბლიკის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან. შეკრების შემდეგ კი, ისინი თბილისიდან სოფელ ქვემო ჭალისკენ გაემართებიან, სადაც გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ხელმძღვანელის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ საზოგადოება არ იმოქმედებს, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

მისი თქმით, ოჯახის პროტესტის ნებისმიერ ფორმას გვერდში დაუდგებიან.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ 11 თვეა გატაცებულია ზაზა გახელაძე და ეს დრო დავხარჯეთ არათუ ქმედით ნაბიჯებში, როგორიცაა საერთაშორისო ბერკეტისა და სხვადასხვა წნეხის გამოყენება, არამედ ოჯახის გაჩუმებასა და საკითხის მიყრუებაში. ამაშია პრობლემა. დღეს კი ვნახეთ, რომ ოჯახმა ღიად თქვა, მათ შორის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, რომ მათ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა“, – აცხადებს ხოშტარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: