პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს

Nusagi

იწყება გადატვირთვა იმ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც საქართველოში იყო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და რადის თავმჯდომარეს შეხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: