პოლიტიკა

როდესაც “ოცნება” “რეალ ტვ”-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებს ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვემუშავებით

Nusagi

“ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრავს დაიწყებს” – მეგობრებო ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ – ჩვენ თასმებს სწრაფად ვიკრავთ ! ტყუილებით, fake-ით, “დეზ”-ებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს! – ასე ეხმაურება “ფეისბუქში” პარტია “საქართველოსთვის” წევრი კახა ქემოკლიძე“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში გახარია და სააკაშვილი ერთ სასტუმროში დაბინავდნენ და სავარაუდოდ, კონსპირაციული შეხვედრაც ჰქონდათ.

“მაშინ როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს (NED-ის, NDI-ის, IRI-ის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ორ თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს საუკეთესო მკვლევარებს, მის მოქმედ და NED-ის მომავალ პრეზიდენტს, NDI-ის ყოფილ და NED-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს) და დღეს უკვე ვხვდებით მნიშვნელივან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს 🤦‍♂️, ისევე როგორც ორი/სამი კვირის წინ ყვარელში ვიზიტისას გახარიას “პარიზში გაფრება” დააბრალეს 😀. მეგობრებო, რიტორიკული კითხვა – სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აძაგებდით, ვითარება ხომ არ გეცნობათ უკვე ახალი 9 წლის თავზე?!

P.S. მაშინ როდესაც “ოცნება” “რეალ ტვ”-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებს ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვემუშავებით. დიახ, ეს არის სახემწიფოებრივი აზროვნება და არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ხელისუფლებაში და თუ ოპოზიციაში! მხოლოდ #საქართველოსთვის ” – წერს კახა ქემოკლიძე.

ცნობისთვის, “რუსთავი 2-მა” გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია “გაიქცა”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: