პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, უბრალოდ, არ გამზომეს

Nusagi

დღეს საღამოს ტელეკომპანია Formula News • ფორმულა გამოაქვეყნა კომპანია Edison Research-ის ახალი კვლევა – ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება,-ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოჩნდა ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგშია მოხსენებული.

„სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი – არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს. არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას.

იმედია, კვლევის დამკვეთი გაითვალისწინებს და სამომავლოდ აღარ დაუშვებს მსგავს გაუგებარ შეცდომას. რაც შეეხება მთლიანად კვლევას, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება და გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოვანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება“,-აცხადებს დავით ბაქრაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,675 ნახვა
%d bloggers like this: