პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

Nusagi

ღიმილისმომგვრელია, როდესაც პარტია ხელს არ აწერს დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობაზე„ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს.

„ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილისმომგვრელი. რა თქვა ჰარცელმა? ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, ვმოქმედებთ ზედმიწევნით, რაც შეთანხმდა ზეპირად და წერილობით საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ასახულია შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: