ეკონომიკა

კახა ბექაური: “თამაშის წესები ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც შესაცვლელია, დიდმა ოპერატორებმა თავის ქსელზე ის კომპანია უნდა გაატაროს, რომელიც მომხმარებელს სურს“

Nusagi

„თამაშის წესები  ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე  შესაცვლელია.ამ ბაზრის განვითარების გასაღები ე.წ. „ბიტსტრიმ“ (Bitstream)  რეგულაციაა. რას ნიშნავს „ბიტსტრიმი“? ეს არის ფიქსირებული, ანუ სახლის ინტერნეტის მიწოდების ისეთი პრინციპი, როდესაც ერთი  ოპერატორი მეორე ოპერატორის ქსელს ქირაობს და ასე აწვდის ბოლო მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურებას. „ბიტსტრიმ“ რეგულაცია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, რადგან ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, ოპტიმალურად განვითარდეს ქსელები, გაიზარდოს მომსახურეობის ხარისხი, განვითარდეს ციფრული პროდუქტები და მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს“,- ამ განცხადებას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აკეთებს. 

მისი თქმით „ბიტსტრიმის“ მოდელით, ერთი ქსელის გამოყენებით ბევრ კომპანიას შეუძლია მაღალი ხარისხის ინტერნეტ სერვისები მიაწოდოს ბოლო მომხმარებელს. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი მოდელი ქართულ ბაზარზე ენერგეტიკის სფეროში უკვე მუშოაბს. 

„თქვენ იცით, რომ „თელასს“ აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა და იცით, რომ „თელასის“ ქსელით ელექტროენერგიას მომხმარებელს ბევრი კომპანია აწვდის. „თელასს“ აქვს ვალდებულება, რეგულირებული ტარიფით  ყოველ მსურველს მისცეს საშუალება მისი ქსელით მიაწოდოს ელექტროენერგია ბოლო მომხმარებელს. როგორც აღვნიშნე, იგივე მოდელია  ევროპაში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც. ამ მოდელის დანერგვას ვცდილობთ ჩვენც ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე.  ევროპული რეგულაციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან  წინასწარ დადგენილი ტარიფით, თავის ქსელზე ნებისმიერი მსურველი გაატარონ“,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე. 

მისივე განცხადებით, კონკურენციის ნაკლებობა ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე , განსხვავებით მობილური კომუნიკაციებისგან ყოველთვის გამოწვევა. დღეს კი ორივე ბაზარზე დგას დაბალი კონკურენციის პრობლემა. 

„განსხვავებით ფიქსირებული ბაზრისგან, 2019 წლამდე კონკურენცია მეტ-ნაკლებად არსებობდა მობილურ კომუნიკაციებში. რა შეიცვალა? სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომხდა ორი დიდი გაერთიანება – ერთ შემთხვევაში „მაგთიკომი“, რომელიც მხოლოდ მობილურ მომსახურეობებს აწვდიდა მომხმარებლებს, 2016 წლიდან ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შევიდა, როდესაც „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივები და კომპანია „დელტაკომი“ შეიძინა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წელს, „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელი“. ანუ, „სილქნეტი“ უკვე ფიქსირებული ინტერნეტის გარდა, მობილური კომუნიკაციების ბაზარზეც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების დიდი ნაწილის ერთი კომპანიის ხელში გადასვლამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა მობილური ბაზრის კონკურენტულობაზე და აქაც შეიზღუდა კონკურენცია.  იცით, რომ ბაზარზე არსებული მესამე კომპანია („ბილაინი“) მხოლოდ მობილურ კომუნიკაციებს აწვდის მომხმარებელს და ის არ ფლობს ფიქსირებული ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, შესაბამისად, ვერ უწევს სათანადო კონკურენციას  ბაზარზე არსებულ ორ დიდ კომპანიას“,- აცხადებს კახა ბექაური.   

კომისიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ტელეკომ ბაზარზე ეს ორი დიდი გაერთიანება მოხდა, საერთაშორისო ბაზარზე მსგავსი შერწყმების  დიდი გამოცდილება არ არსებობდა, რადგან ფიქსირებული და მობილური კომპანიების გაერთიანება მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზეც შედარებით ახალი დაწყებული იყო. 

„დღევანდელი გადასახედიდან, საინტერესოა ამ უმნიშვნელოვანესი შერწყმების კიდევ ერთხელ შეფასება. მთლიანი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და არსებული გამოწვევების შეფასება ევროკავშირის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით მოხდება, რომლის ფარგლებშიც შევისწავლით ამ ორი გაერთიანების შედეგებს. შესწავლის მიზანი ბაზრის განვითარებისთვის საჭირო და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა“,- ამბობს კახა ბექაური. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,701 ნახვა
%d bloggers like this: