საზოგადოება

ლევან ვასაძის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

Nusagi

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი ლევან ვასაძე თურქეთში გამოსაკვლევად გაემგზავრა. ინფორმაცია სოსო მანჯავიძემ გაავრცელა.

მანჯავიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვასაძე ჰოსპიტალიზებულია.

ვასაძის თანაგუნდელი ამბობს, რომ ბიზნესმენის ჯანმრთელობის დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა და სწორედ ეს გახდა თურქეთში გამგზავრების მიზეზი.

„გიდასტურებთ, ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი, ნორმალური დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა, დიაგნოსტიკურ ცენტრში გადავიდა თვითონ. თურქეთში გამოსაკვლევად არის წასული“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწამვლასა და მის თურქეთში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: