ჯანდაცვა

ჯანმომ მოზარდებისთვის BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

Nusagi

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 წელზე უფროსი ადამიანებისთვის კომპანია BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც წესი, დაავადება შედარებით უფრო მარტივ ფორმაში მიმდინარეობს. ამიტომ, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან, მათი ვაქცინირება შესაძლებელია, ოღონდ პრიორიტეტი მოხუც ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და სამედიცინო პერსონალს უნდა მიანიჭონ“, – წერია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანმოს ახალი რეკომენდაციის მიხედვით, მაღალი რისკის 12-15 წლის მოზარდებს შეიძლება BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთონ. ჯანმოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასკვნა ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა მიიღო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: