პოლიტიკა

გიორგი გახარია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს

Nusagi

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ს პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ბრუკინგსის ინსტიტუტში უფროს მკვლევარს ფიონა ჰილს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და იმ ახალ, საფრთხისშემცველ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში შეიქმნა.

გიორგი გახარიამ ფიონა ჰილსთან პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აუცილებელ გასატარებელ რეფორმებზე და ღონისძიებებზე ისაუბრა. დისკუსიისას ხაზი გაესვა ფართე შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთვის უსაფრთხოების ჭრილში საკუთარი როლის განმტკიცების მნიშვნელობას და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ ქვეყნის გეო-სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების აუცილებლობას.ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ასევე, შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარს, ჯონათან კაცს, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.

მანამდე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშს და წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს შეხვდა. აუბარი შეეხო გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის” მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: