პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საარჩევნო რეფორმაზე: ვფიქრობთ, დოკუმენტის პროექტზე სრული თანხმობა იქნება

Nusagi

„მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია ბარიერთან კავშირებით, რომ, შემდეგი ორი არჩევნებისთვის, უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი და ეს ზედმიწევნითაა ასახული ამ პროექტში“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე განმარტა ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებები.

„ფრაქციებს რაც შეეხება; ესეცაა მარტივი ცვლილება – ფრაქციები 4-კაციანი იქნება. რაც შეეხება პროკურორს; გათვალისწინებულია 3/5-ით, ე.წ. ანტიდაბლოკვის მექანიზმით გენპროკურორის არჩევა. ანუ, თუ 3/5-ით ვერ აირჩევს პარლამენტი გენპროკურორს, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, უმრავლესობით, 76 დეპუტატის მხარდაჭერით მოხდება მისი არჩევა. დოკუმენტის პროექტი ჩვენ მიერ შედგენილია და ვფიქრობთ, რომ სრული თანხმობა იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,443 ნახვა
%d bloggers like this: