Uncategorized

კანადაში ინდიელი ბავშვების ინტერნატთან 751 სამარხი აღმოაჩინეს

Nusagi

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში ინდოელი ბავშვების ყოფილი ინტერნატის შენობასთან 751 საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვინ არის დაკრძალული ამ საფლავებში, უცნობია. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი სამარხები ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში აღმოაჩინეს. Kamloops Residential School-ის ტერიტორიაზე მაშინ 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. იქ დამარხული ზოგიერთი ბავშვი მხოლოდ 3 წლის იყო. ეს დაწესებულება 1890-დან 1978 წლამდე ფუნქციონირებდა და იქ კანადის მკვიდრი მოსახლეობის ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც ხშირად ამ ინტერნატებში ძალით გადაჰყავდათ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ამ ფაქტს დისკრიმინაციის, რასიზმის და უსამართლობის სამარცხვინო ფაქტი უწოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: