პოლიტიკა

პარლამენტში მთავრობის მეთაურს ელიან. რა კითხვები აქვს ოპოზიციას

Nusagi

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს. ოპოზიციონერი დეპუტატები მწვავე კითხვებს აანონსებენ.

„ჩვენ გვექნება მწვავე კითხვები რუსულ ოკუპაციაზე, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და იმ სიღარიბეზე, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, კოვიდპანდემიასა და განათლების საკითხებზე. გვექნება მკაცრი შეფასებები, რამდენადაც, ეს ანგარიში არ ასახავს დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ჩვენ ვითხოვთ მკაფიო პასუხებს პრემიერისგან, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც ასეთი ურთულესი გამოწვევებია“, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა აქუბარდია.

„გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მათი კითხვების მთავრი მიზანი ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის მიღებაა.

„პრემიერ-მინისტრთან ჩვენი მთავრი კითხვები, ცხადია, ეკონომიკას უკავშირდება, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამოსვლის ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესის სუბსიდირება მნიშვნელოვნად იზრდება, ვალები გვეზრდება და, ფაქტობრივად, ამ თემაზე გვაქვს შესაბამისი კითხვები მომზადებული“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ პრემიერისგან სიმართლის მოსმენა სურთ.

„გვექნება უამრავი მწვავე კითხვა. პირადად ჩემი გამოსვლის „ლეიტმოტივი“ იქნება ძალიან მარტივი: რიცხვები და არაფერი რიცხვების გარდა, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“, – ამბობს რომან გოცირიძე.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტებია, კოვიდპანდემიის ფონზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხი საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: