ხელოვნება და კულტურა

ცნობილი ქართველი მხატვრი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა

Nusagi

ცნობილი ქართველი მხატვრი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა.

სხვადასხვა წელს მხატვრის პერსონალური გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, საგამოფენო სივრცეებში.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო.

„ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს.

საქართველოს სახალხო მხატვარი რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.

ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ქართულ საზოგადოებას“, – ნათქვამია კულტურის სამინსიტროს სამძიმრის წერილში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: