სპორტი

25-26 ივნისს ყაზბეგში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

Nusagi

25-26 ივნისს ყაზბეგის განათლების კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში გაიმართება ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის, ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

ცენტრის ინფორმაციით, ტურნირზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ჭაბუკთა 17 წლამდე და უმცროსი 15 წლამდე ასაკის ნაკრებების მოჭიდავეები.

ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გუნდებთან ერთად, დაღესტნის, ინგუშეთის და ვლადიკავკაზის ჭაბუკი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას.

ტარიელ ალიბეგაშვილგს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება. მან 1965 და 1972 წლებში მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ტიტული, 1971 წელს გახდა სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი.

ცენტრის ინიციატივით, 2019 წლიდან ტურნირის ჩატარებას ტრადიციული სახე მიეცა.

ტურნირის ფინალური ეტაპის ორთაბრძოლების პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟები გადაიცემა GMC TV-ს პირდაპირ ეთერში.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის „რუმს ჰოტელს“, სასტუმრო „სანშაინს“ (მარტია პაპიაშვილი), სასტუმრო „ალპაინ ლაუნჯს“ (არჩილ კუცია), შ.პ.ს. „მერფს“, (გოგი ალიბეგაშვილი), შ.პ.ს. „აქვა ჯეოს“ და სასტუმრო „პორტა კავკასიას“, რომ გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და გახდნენ ტურნირის სპონსორები“, – ნათქვამია ყაზბეგის განათლების კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: