სპორტი

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს პირველი ლელო დაუდეს. ვიდეო

Nusagi

თელავში, „კავკასიონი არენაზე“, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებები უპირისპირდებიან, პირველი ლელო დაიდო. მისი ავტორი დავით ნინიაშვილია. ეს მისი მეორე ლელოა ეროვნულ ნაკრებში. ლელოს შემდეგ, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა და ამ დროისთვის, საქართველოს 5 ქულა აქვს.

მაყურებელს პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობს.

საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდებთან აქამდე 4 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 3 „ბორჯღალოსნების“, კი ნიდერლანდელთა გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა მოიგეს და 18 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან.

ნიდერლანდებთან მატჩამდე ბორჯღალოსნებმა ბოლოს 28 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშეს და 28:17 დაამარცხეს. სამი თვის წინანდელი შემადგენლობისგან განსხვავებით, ხაზში სამი ცვლილებაა.

ხაზი: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: