ეკონომიკა

ეკონომიკის ზრდის აპრილის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი მდგომარეობის ადრე გაჯანსაღების ვარაუდის საფუძველს იძლევა

Nusagi

პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში მნიშვნელოვან მიღწევებთან ერთად საუბარი იყო დღეს არსებულ ყველა გამოწვევაზე, მათ შორის ვაქცინების საკითხზე, რაც შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილია -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინსტრის გამოსვლის განხილვისას უფრო კონკრეტული და საქმიანი მსჯელობის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია მომავალშიც.
„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ის მზაობა, რომელიც ათწლიანი დეტალური გეგმის ღიად შემუშავებას გულისხმობს, როგორც პარლამენტისთვის, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორისთვის და მთლიანობაში, ალბათ მომავალში უფრო ეფექტური და საინტერესო იქნება კონკრეტული საქმიანი მსჯელობა და არა დაუზუსტებელი ტყუილი, დამახინჯებული ან ინტერპრეტირებული ინფორმაციის გახმოვანება, რომელზეც ყველა პასუხი იქნა გაცემული იმ სიზუსტით, როგორსაც ამას უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებდა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის აპრილის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი შექმნილი მდგომარეობის უფრო ადრე გაჯანსაღების ვარაუდის საფუძველს იძლევა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,639 ნახვა
%d bloggers like this: