უცხოური მედია

მოგვეცით ვაქცინები, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება

Nusagi

მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

„ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს”, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, „კოვაქსის“ პლატფორმამ, რომელსაც „გავი“ და ჯანმო ერთობლივად მართავენ, თებერვლიდან დღემდე 132 ქვეყანას კოვიდ 19-ის ვაქცინების 90 მილიონი დოზა გადასცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინდოეთმა ვაქცინების ექსპორტი შეაჩერა, მომარაგებაში პრობლემები შეიქმნა.

„ამ თვეში „კოვაქსის“ საშუალებით „ასტრაზენეკას“, „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტისა“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინების ნული დოზა გვაქვს მიღებული,“- განაცხადა ჯანმო-ს უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: