უცხოური მედია

ნიჟნი ნოვგოროდში პლაჟზე დამსვენებლებმა დამხრჩვალს ცელოფანი გადააფარეს და ცურვა გააგრძელეს

Nusagi

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში დამსვენებლებმა ტბაში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარს ცელოფანი გადააფარეს და ცურვა და გარუჯვა გააგრძელეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა. 

„ეს ხდება დაბა შელკოვსკში ამ წუთებში. წყალში დამხრჩვალი ტივტივებს, გვერდით კი, დამსვენებლები ცურავენ. ხალხს რომ არ შეეშინდეს, ცხედარს თავზე ცელოფანი მზრუნველობით ჩამოაცვეს“,-წერს კომენტარში გამომწერი, რომელმაც ვიდეო ატვირთა.

 გამოცემა nn.ru წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდში, აღნიშნულ ტბაზე ხშირია უბედური შემთხვევები. 

აღსანიშნავია, რომ ცხედარი 16 საათის განმავლობაში იყო სყალში, გვერდით კი, ასობით ადამიანი წყალში ნებივრობას და მზეზე გარუჯვას აგრძელებდა. საბოლოოდ, დაღუპულის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა. დამხრჩვალი 23 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა აღმოჩნდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: