უცხოური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინდური შტამი აღმოაჩინეს

Nusagi

ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის რაიონში კორონავირუსის ინდური შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც ოპერატიული შტაბის სხდომაზე სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, „დელტა” შტამი ორჯერ უფრო გადამდებია და კორონავირუსის ამ ვარიანტით ხშირად ახალგაზრდები ინფიცირდებიან. „ამ შტამით ინფიცირებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარება უფრო ადრე სჭირდებათ, ვიდრე სხვა ვარიანტების შემთხვევაში. რაც შეეხება მკურნალობას, ის პრაქტიკულად იგივე მეთოდით ხორციელდება“ – განაცხადა სკორიკმა.

საიდან მოხვდა ინდური შტამი ოკუპირებულ აფხაზეთში, ექიმებმა არ იციან. რეგიონში ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. ბოლო დროს კორონავირუსი ახალგაზრდა ადამიანებს უფრო ხშირად უფიქსირდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: