უცხოური მედია

რუსეთის შავ ბაზარზე კოვიდ-აცრის ყალბი სერტიფიკატი 35-60 დოლარი ღირს

Nusagi

რუსეთში, შავ ბაზარაზე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრის ყალბი ცნობები იყიდება.

ყალბი კოვიდსერტიფიკატი 35-დან 60 დოლარამდე ღირს. ამისთვის, ტელეგრამ-არხზე საჭიროა, მსურველმა ჩაწეროს სიტყვა კოვიდ-სერტიფიკატი,-ინფორმაციას RTVI ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მომსახურებაში ასევე შედის სახელმწიფო მომსახურების რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემთა შეყვანაც. 

ჟურნალისტს, რომელმაც ექსპერიმენტი ჩაატარა, გამყიდველმა უთხრა, რომ ვებგვერდიდან მისი მონაცემების წაშლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. 35 დოლარის გადახდის შემდეგ, კავშირზე გამოვიდა კურიერი, რომელმაც ჟურნალისტს მის სახელზე გამოწერილი ყალბი სერტიფიკატი მიუტანა. 22 ივნისს  სამართალდამცველებმა დააკავეს ყალბი ცნობების დამამზადებელი 3 პიროვნება. მათ ოფისში ნაპოვნია აცრის სერტიფიკატების სუფთა ბლანკები, დედაქალაქის პოლიკლინიკების ათეულობით ბეჭედი და შტამპები ვაქცინის სახელწოდებებით. ბოროტმოქმედებს კურიერად დაქირავებული ჰყავდათ სტუდენტი, რომელიც მოსკოვში სასწავლებლად სხვა ქალაქიდან იყო ჩასული.

rtvi-ს ინფორმაციით, 3 ადამიანის დაკავება ზღვაში წვეთია, რადგან ტელეგრამზე ასობით სხვადასხვა ანგარიში ოპერირებს. 

როგორც GUARDIAN წერს, მსგავსი დანაშაულებრივი ორგანიზაციები არსებობს ბრიტანეთში, სადაც მსურველებს ყალბი კოვიდაცრის ცნობის შეძენა 25 გირვანქა სტერლინგად შეუძლიათ. აშშ-ში, კი, კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში pfizer-ით აცრის ყალბ ცნობებს 20 დოლარად ყიდდნენ.  ისრაელში სამართალდამცველებს ინსტრუქტაჟი უტარდებათ, როგორ უნდა გაარჩიონ ყალბი სერტიფიკატი ნამდვილისგან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: