პოლიტიკა

გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება

Nusagi

მე არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ამბავმა პრესაში, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა პირადი და ინტიმური საკითხია, თუმცა ვალდებული ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს, რომელსაც უამრავი ადამიანი მისვამს. გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა,-ამის შესახებ „ერთობა რაობა იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ სტამბოლიდან ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

​ვასაძე თანადგომისთვის მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი მდგომარეობით შეწუხებულია. 

„შენდობას გთხოვთ რომ ასე შეწუხდა ამდენი ხალხი, უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის, ვალდებული ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს, რომელსაც უამრავი ადამიანი მისვამს, გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა აქ გადმოვფრინდი, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ არის, მინდა დაგამშვიდოთ, ძალიან გთხოვთ ნუ ინერვიულებთ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. ვიყოთ ყოჩაღად და ერთად.

გუშინ გავიდა 10- დღიანი ვადა, რომელიც მივეცით ხელისუფლებას ე.წ.პრაიდთან დაკავშირებით, 5 ივლისს მოგიწოდებთ, მოხვიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე მივალ დილიდან რუსთაველის ძეგლთან, მოვუწოდებთ მთავრობას, თავიდან აიცილოს სოციალური დაძაბულობა, მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში, რადგან არცხვენს საქართველოს სახელს მთელს კავკასიაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ და მეც მოვალ იქ ისევე, როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი და ჩვენი ქვეყანა“,-განაცხადა ლევან ვასაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: