პოლიტიკა

გახარია “ქართულ ოცნებას” ხმებს ვერ წაართმევს

Nusagi

გადაცემა “360 გრადუსში” ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გახარია სავარაუდოდ, ქართულ ოცნებას ხმებს ვერ წაართმევს. ის 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგული ხმების მოზიდვას შეეცდება.

“არ მგონია გახარია “ქართულ ოცნებას” ართმევდეს ხმებს, გახარია “ქართული ოცნების” მიერ დაკარგული ხმების მოკრებას ცდილობს. ქართულმა ოცნებამ 2012 წლის მერე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაკარგა, ამ ამომრჩეველს სჭირდება რაღაცა მიმართულების ჩვენება. ამის ჩვენების მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მის გარეთ მდგარ ოპოზიციას, როგორც ხედავთ ეს წარმატებით ვერ გადაიფუთა ჯერ-ჯერობით.

იგივე მცდელობას ახორციელებს ახლა ივანიშვილი გახარიას სახით, რომ ის ხმები დაუბრუნდეს ივანიშვილს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: