პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის პირად როლს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენაში

Nusagi

ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყება საგარეო საქმეთა მინისტრის,  გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს. ლანდსბერგისი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ როლზე საუბრობს.

„ვხედავთ და ვაფასებთ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც წვლილი შეიტანა ნდობის აღდგენაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით”, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, ტერიტორიების, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: