უცხოური მედია

ლოს-ანჯელესში მგზავრი თვითმფრინავიდან გადახტა

Nusagi

აშშ-ში ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა.

ის ასაფრენ ბილიკზევე დააკავეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. უცნობია, რა დაზიანებები მიიღო კაცმა.

აშშ-ში, ფრენების დროს მომხდარ ინციდენტთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 3 ათასამდე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა დაფიქსირებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: