სამართალი

„ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ“- ლევან მურუსიძე

Nusagi

„ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ, რომელიც უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, კარგი თუ რამე ხდება სასამართლო სისტემაში ამაზე გაგეკეთებინათ“, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მურუსიძემ ჟურნალისტის კითხვაზე თუ კარგი რა ხდება სასამართლოში, უპასუხა რომ ძალიან გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.

„მოქალაქეები სამართალს პოულობენ სასამართლოში. როდესაც გამოკითხვები ხდება, მოქალაქეების 5%-საც კი არ აინტერესებს სასამართლოს გარშემო რა ხდება. ბევრი სარჩელები შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ.

სტატისტიკაში არის ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში ბევრად ნაკლები სარჩელები მიდის. ამიტომ თუ დაინტერესდებით ძალიან ბევრ რამეს იპოვით, რაც ხდება დადებითი სასამართლოში”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ მოსამართლეების შეხვედრის დაწყებამდე, სადაც სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: