უცხოური მედია

საბედისწერო კოცნა- ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი სოციალური დისტანციის დარღვევის გამო, გადადგა

Nusagi

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც კოლეგასთან კოცნის ფოტო გამოქვეყნდა და ის სოციალური დისტანციის დარღვევაში დაადანაშაულეს.

გამომცემლობა The Sun-ში გამოქვეყნდა. ფოტოზე ჯანდაცვის მინისტრისა და ჯინა კოლადანჯელოს კოცნაა ასახული. მინისტრს სოციალური დისტანციის დარღვევაში დასდეს ბრალი. როგორც გამომცემლობა წერს, ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ქვეყანაში  მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

მეთ ჰენკოკმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებასაც და თავისი ოჯახის წევრებსაც.ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი მწუხარება გამოთქვა მინისტრის გადადგომის გამო და მას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ სათვალთავლო კამერა ფარულად იყო დამონტაჟებული საჰაერო მილში. ამის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა უწყებების ხელმძღვანელების კაბინეტების შემოწმება მოითხოვა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ფარული კამერების მეშვეობით, შესაძლოა, დახურული შეხვედრების შინაარსი უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: