პოლიტიკა

ერთი დღე რომ არ შემოხეტიალებულხარ პარლამენტში და იღებ ფულს და ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებ – მუქთახორობაა

Nusagi

არცერთი კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არის. პოლიტიკური მუქთახორების წინააღმდეგ არის ეს მექანიზმი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„წლები რომ იღებ სახელმწიფო დაფინანსებას, ხალხის ფულს რომ ფლანგავ ისე, ერთ დღე არ შემოხეტიალებულხარ პარლამენტში და იღებ მივლინების ფულს, ხელფასს და ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებ, ეს არის მუქთახორობა. ნუღარ კეკლუცობს ნურავინ ოპოზიციიდან და ნუ იძახის, რომ დემოკრატიას რაღაც პრობლემები ექმნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, გასულ კვირას მიიღო. პროექტს მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებს. ბიუროზე გადაწყდა, რომ საარჩევნო ცვლილებები კენჭისყრაზე მესამე მოსმენაზე დღეს გავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: