მედიცინა

თენგიზ ცერცვაძეს “საუკუნის ექიმის“ ტიტული მიენიჭა

Nusagi

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ორგანიზებით, მედიკოსთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უმაღლესი ჯილდო „საუკუნის ექიმის“ ტიტული მიენიჭა ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს, ხოლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის“.

„ნიშანდობლივია, რომ სამივე დაჯილდოებული ექიმი, ისევე როგორც მთლიანად ცენტრი COVID პანდემიის პირველივე დღიდან დგანან ფრონტის წინა ხაზზე. ცენტრს აქვს COVID ავადმყოფთა გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (99,1%) ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. კონკრეტულად ცენტრში ჰოსპიტალიზებული 1,902 COVID ავადმყოფიდან 1,885-ის გადარჩენა მოხერხდა. ცენტრს აქვს აივ/შიდსით და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და სხვ.) სიკვდილობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

სამივე დაჯილდოებული ექიმი გამორჩეულია თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით და პაციენტთან დამოკიდებულებით და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოში ინფექციურ სნეულებათა დარგის განვითარებაში.

თენგიზ ცერცვაძე არის საქართველოში აივ/შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის ფუძემდებელი, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპაში. იგი არის მსოფლიოში პირველი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 74 ათასზე მეტი ავადმყოფი. თენგიზ ცერცვაძე არის COVID-19-ის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში დანერგილია COVID-19-ის მკურნალობის და მოვლის თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური მიდგომები, რაც უზრუნველყოფს COVID პაციენტების გარდაცვალების ევროპაში ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს.

თენგიზ ცერცვაძის გამორჩეული თვისება და ცხოვრებისეული კრედო არის პაციენტების უანგარო დახმარება. მას თავისი 45-წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე არცერთი პაციენტისგან არც ფორმალურად და არც არაოფორმალურად არცერთხელ არანაირი ჰონორარი არ აუღია.

მარინა ეზუგბაია არის უაღრესად მაღალკვალიფიციური კლინიცისტი და შესანიშნავი ორგანიზატორი. ის ხელმძღვანელობს COVID-19-ით, სხვა მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მართვას ცენტრში და ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით კონსულტაციებს და დახმარებას უწევს სხვა COVID კლინიკებს ქვეყნის მასშტაბით.

მარინა ენდელაძე არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი ინფექციონისტი, უდიდესი გამოცდილებით მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მკურნალობასა და მოვლაში. იგი სისტემატურად უწევს კონსულტაციებს ქვეყნის არაერთ COVID კლინიკას რთული პაციენტების კლინიკურ მართვაში. ვულოცავთ სამივე დაჯილდოებულს მათი ღვაწლის აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს მათ უკეთილშობილეს საქმიანობაში“, – ნათქვამია „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ განცხადებაში .

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: