ეკონომიკა

ლონდონის თაფლის კონკურსში სამმა ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა

Nusagi

ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში “London International Honey Awards 2021” სამმა ქართული თაფლის მწარმოებელმა კომპანიამ გაიმარჯვა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ქართული თაფლის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ლონდონის პრესტიჟულ კონკურსში, რომელზეც სულ მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 290 თაფლი იყო წარდგენილი.

კომპანიების “ნენა”, “რუხი დედოფალი” და კოოპერატივის “კოდი” პროდუქციამ ხარისხის შეფასების კატეგორიაში 4 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას რათა ხელი შეუწყოს ქართული თაფლის დამკვიდრებას ბრიტანულ ბაზარზე, რომელსაც თაფლის იმპორტის სიდიდით მსოფლიოში მე-5 ადგილი უკავია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: