პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ჩემი რჩევაა, საქართველომ მეტი ესაუბროს მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს

Nusagi

ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს. ბევრი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

კალიურანდის განცხადებით, საქართველო მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მეტი უნდა ესაუბროს.

„ამაზე საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების­ საკითხებზე მუშაობს. როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეგობარი და გულშემატკივარი, გპირდებით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება. ამავდროულად, ვფიქრობ, ქართველ ხალხს მცდარი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაგალითად, გავიხსენოთ უვიზო რეჟიმის მიღება – თქვენ უფრო ადრე იყავით ამისთვის მზად, ვიდრე უკრაინა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს მოუწია, უკრაინას დალოდებოდა. ასეთია რეალობა­ – თქვენ მზად იყავით, მაგრამ ლოდინი მოგიხდათ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობდა. ასეთივე დამოკიდებულებაა გაფართოების საკითხისადმი. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, თქვენი­ მეგობრები ვართ, ჩვენთან საქართველოს წარდგენა არ სჭირდება. ჩემი რჩევა იქნება, მეტი ესაუბროთ თქვენს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს“,- განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, კალიურანდის განცხადებით, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის და რომელიმე ქვეყნისთვს კარის გაღებისთვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: